MWC 2018 -ზე Nokia -მ ახალი მოდელები წარადგინა

HMD Global არის ფინური კომპანია, რომელსაც აქვს ნებართვა აწარმოოს ტელეფონები Nokia-ს სახელწოდებით.

გასულ წელს, კლასიკური მოდელის 3310-ის განახლებული ვერსიის გამოშვებამ ბარსელონაში, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე განცვიფრება გამოიწვია.

წელს ნოკიამ წარმოადგინა კიდევ ერთი პოპულარული ტელეფონის, 8110-ის, იგივე ტელეფონი-ბანანის განახლებული ვერსია. ეს მოდელი, მისი ზამბარიანი კლავიატურის ზედაპირით, გახდა „მატრიცას“ ტელეფონი, რომელსაც ფილმში კეანუ რივზი იყენებს.

ამ ტელეფონს, რომელიც გამოვიდა ორნაირი, ორიგინალის მსგავსი შავი და ბანანისფერი ყვითელი ფერით, აქვს ზედაპირი, რომელიც უნდა გაასრიალო, რათა გახსნა ან დახურო. და ალბათ, ამას გააკეთებთ კიდეც, ვინაიდან ეს მოძრაობა, ცოტა არ იყოს, შეჩვევას იწვევს.

bpnეს ისეთივე განაცხადი იქნება ტელეფონებში, როგორიც Nokia 3310 იყო გასულ წელს. ამ მოდელის ბატარეა კვირების განმავლობაში იმუშავებს და ტელეფონს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნება, ვიდრე ორიგინალ Nokia 8110-ს ჰქონდა. კავშირის 4G შესაძლებლობა გულისხმობს, რომ შესაძლებელი იქნება ზარების განხორციელება მონაცემებზე გადაჭარბების შემთხვევაშიც კი. აპლიკაციები დაემატება, მაგრამ დასაწყისისთვის შეიცავს მხოლოდ „ფეისბუქის“ აპლიკაციას, რაც ფანტავს თქვენს ყურადღებასა და ასუსტებს ტელეფონის ბატარეის მოქმედების ხანგრძლივობას.

მაგრამ იმისათვის, რომ ნოკია გადარჩეს, მიუხედავად გასულ წელს 70 მილიონი ტელეფონის გაყიდვისა, საიდანაც უმეტესობა ფუნქციური ტელეფონი იყო, აუცილებელია სმარტფონების გაყიდვა დაიწყოს.

კომპანიამ ოთხი მოდელი გამოუშვა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. Nokia 1 დაბალბიუჯეტიანია და იდეალურია ფუნქციური ტელეფონების კლიენტებისთვის, რომლებიც ახალ მოდელს ეძებენ სენსორული სლაბითა და ანდროიდის აპლიკაციებით.

ამ ტელეფონში შესულია Android Oreo Go-ს ვერსია, რაც არის ბოლო ანდროიდის პროგრამის შემოკლებული ვერსია. ის შექმნილია, რათა ნაკლები მეხსიერება დაიკავოს და ტელეფონის პროცესორი ნაკლებად დატვირთოს.

Nokia 1 არის ხელმისაწვდომი ტელეფონი რბილი, გლუვი დაბოლოვებით. 4.5 ინჩიანი ეკრანი საკმაოდ კარგად გამოიყურება ამ ფასის ტელეფონისთვის. მას IPS LCD ეკრანი აქვს, მაშინ როცა კონკურენტ იაფიან მოდელებს საბაზისო ტექნოლოგიების ეკრანი აქვთ, რომელიც ნაკლებად კარგია კუთხეების საყურებლად.

შემდეგი ტელეფონია ახალი Nokia 6, რომელიც გასული წლის ამავე სახელწოდების მოდელისგან განსხვავებულია. ეს ტელეფონი მშვენივრად გამოიყურება და ძლიერი მახასიათებლები აქვს, მათ შორის 5.5 ინჩიანი ეკრანი და 16 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. მას აქვს ზაისის ოპტიკა და ე.წ. Nokia Bothie, რასაც ფორმალურად ორმაგი ხედვის ტექნოლოგია ეწოდება - ამის საშუალებით წინა და უკანა კამერები ერთდროულად იღებენ კადრს, შემდეგ კი კამერა გადაღებულ კადრებს აწყვილებს.

გასულ წელს Nokia -ს მიემატა ახალი მოდელი Nokia 7 და 7 Plus-იც, რომელსაც აქვს 6 ინჩიანი ეკრანი, ზაისის ოპტიკით აღჭურვილი „ტყუპი“ (ორი) უკანა კამერა, გლუვი დიზაინი და ალუმინის კორპუსი, რომელიც ისეა დამზადებული, რომ შესახედად და შეხებით კერამიკას ჰგავს. ეს ძალიან მაგარი ტელეფონია.

და ბოლოს, გამოჩნდა გასული წლის Nokia 8-ს სპეციალური გამოშვება Nokia 8 Sirocco, რომელსაც აქვს მოღუნული ფორმის ეკრანი. ეკრანსა და ტელეფონის კიდეებს შორის ადგილი 2 მილიმეტრია, მისი დატენვა შეიძლება უსადენოდ და აქვს გამძლე, უჟანგავი ფოლადის კორპუსი. ეს ძვირი, მაგრამ ძალიან სასურველი ტელეფონია და ადასტურებს, რომ ნამდვილად ვერ გამოიცნობთ, რის გამოშვებას აპირებს „ნოკია“ მომავალში.

Nokia 8110 მაისში, მაგრამ სხვა ტელეფონები ერთი თვით ადრე, აპრილში გამოვა.

ნოკია დიდ ფსონს დებს, რომ ბრენდისადმი ერთგულება და მისი სახელის მატარებელი პროდუქციის მიმართ დიდ მიზიდულობას გამოიწვევს და ყველა მომხმარებლისთვის მოამზადებს გზას, რომელთაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ახალი მოდელის შეძენა სურთ.

ეს თამაშია, მაგრამ გამოცხადებული ტელეფონების სპექტრი და მაღალი ხარისხი ძალზედ შთამბეჭდავია, ასე რომ, ეს თამაშია, რომელმაც შესაძლოა გაამართლოს.

საქართველოში ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი კვლავაც სავაჭრო სახლი გოლეთიანია.

(R)