"ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა - პროგრამები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტმა დღეს თბილისის ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს მოუსმინა, რომელმაც დეპუტატებს მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.