თბილისის საერთაშოროსო აეროპორტთან სასტუმრო აშენდება

კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის საერთაშოროსო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება.

"სასტუმრო იქნება აეროპორტთან. დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში იქნება 120-დან 165-ნომრამდე. აღიჭურვება ყველანაირი ინფრასტრუქტურით. ბრენდის შესახებ ჯერ არ ვიცით, მე არ მიყვარს წინასწარ თქმა. ჯერ დავიწყოთ საქმე და მერე დავნიშნოთ ბრენდები. მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება",- აღნიშნა გაიაშვილმა.