რა იცვლება „სითი პარკის“ მომხმარებლებისთვის

კომპანია „სითი პარკის“ ვებ-გვერდზე საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დამატებითი მონაცემების მითითება დაგჭირდებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის გვერდზე ვრცელდება.

„ვებ-გვერდზე განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შემდეგი მონაცემების მითითება დაგჭირდებათ: ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და საჯარიმო ქვითრის ნომერი ან პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი.

ვებ გვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ და გადაიხადოთ თქვენს ავტომანქანაზე ბოლო 36 თვის განმავლობაში შედგენილი და გადაუხდელი, ასევე აქტიური საჯარიმო ქვითრები, რომლებზეც მიმდინარეობს საქმის წარმოება.

გადახდილი საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული იქნება გადახდიდან 30 დღის განმავლობაში,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.