სესხის პორტირება – გადაფარეთ ყველა სესხი ჩვენთან!

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს – სესხის პორტირებას სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც სურთ სხვა საკრედიტო ორგანიზაციების ერთი ან რამდენიმე დავალიანებების დაფარვა უკეთესი პირობებით.

სესხი გაიცემა 5000 ლარამდე ერთ სამუშაო დღეში, მარტივი პროცედურით, გირაოს გარეშე. პროდუქტი განკუთვნილია პირებზე, რომელთაც ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი აქვთ დადებითი საკრედიტო ისტორია.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ 2005 წელს დაარსდა და ის საქართველოს მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. AGM ხუთი ფილიალის (თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი და წალკა) დახმარებით აფინანსებს ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.

პირობების დეტალურად გასაცნობად დარეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 242 20 20, ან ეწვიეთ „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ ვებ-გვერდს: http://agm.ge/ge/products/Loan-Refinancing/