Galaxy S9|S9+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო

Galaxy S9|S9+ სამსუნგის S სერიის უახლესი ფლაგმანი სმარტფონია.იგი Samsung-მა 2018 წლის Mobile World Congress ღონისძიებაზე წარადგინა. Galaxy S9|S9+ ეს გახლავთ პორტატული ელექტრონული მოწყობილობების განვითარების უმაღლესი მწვერვალი. თანამედროვეობაში სმარტფონის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ და აზიარებენ საკუთარ ემოციებს გამოსახულებების, ვიდეოებისა და ემოჯების საშუალებით. ამიტომ, Galaxy S9|S9+ აღიჭურვა ყველზე თანამედროვე კამერის მოდულით Samsung-ისაგან. სუპერ შენელებული გადაღებით (Super Slow-Mo), განახლებული ობიექტივით, პერსონალიზირებული ემოჯებითა და Dolby Atmos ხმის ტექნოლოგიით - შესაძლებელია სმარფონით საუკეთესო ვიდეო/აუდიო შთაბეჭდილებების მიღება და გაზიარება. Galaxy S9|S9+ გახდება თქვენი სრულყოფილი პერსონალური კომპიუტერი, ციფრული კამერა, გზამკვლევი, ასისტენტი, სათამაშო კონსოლი და უამრავი სხვა რამ.

კ ა მ ე რ ა

Galaxy S9|S9+ ში სამსუნგმა გამოიყენა უახლესი კამერის მოდული, რომელსაც აქვს რამდენიმე ისეთი უნიკალური ფუნქცია, რომლითაც ახლიდან აღმოაჩენთ კამერის შესაძლებლობებს სმარტფონში.

ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი გახლავთ მოძრავი დიაფრაგმა. მსოფლიოში პირველად, სმარტფონის კამერაში შესაძლებელია დიაფრაგმის ზომის ფიზიკურად გაზრდა და დაპატარავება. აქამდე არცერთ სმარტფონში ამის გაკეთება არ იყო შესაძლებელი. ძირითადი კამერის მთავარი მოდული იცვლის დიაფრაგმის ზომას f/1.5-დან f/2.4-მდე. ეს ავტომატურად ხდება განათების და მიხედვით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დიაფრაგმის ზომის შეცვლა PRO (პროფესიონალური) რეჟიმიდანაც შესაძლებელია. Galaxy S9|S9+ გვთავაზობს კამერის დიაფრაგმას, რომელიც ერგება როგორც იდეალურად კარგ განათებას, ასევე ცუდს, მოძრავი მექანიზმის ხარჯზე. ცალკე უნდა გამოვყოთ Galaxy S9|S9+ ის შესაძლებლობები არასაკმარისი განათების პირობებში გადაღების კუთხით. მასში f/1.5, რომელზეც დიაფრაგმა იხსნება ცუდი განათების დროს დღეს სმარტფონების სამყაროში რეკორდია. ფართო დიაფრაგმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ორმაგი პიქსელების ტექნოლოგია. ორმაგი პიქსელის ტექნოლოგიის ხარჯზე Galaxy S9 | S9+ ის კამერა იღებს უფრო მეტ განათებას გარემოდან და ახდენს საოცრად ჩქარ ფოკუსირებას, ისევე როგორც ადამიანი ორი თვალის საშუალებით.

მნიშნელოვანი სიახლე Galaxy S9|S9+ში არის სუპერ შენელებული გადაღება, რომელიც ხორციელდება არა 240@ კადრი/წამში სიჩქარით, როგორც სმარტფონების უმრავლესობაში, არამედ გასაოცარი 960@ კარდი/წამში სიჩქარით. სუპერ შენელებული გადაღება 0.2 წამიან დროის მონაკვეთს ანახებს 6 წამის განმავლობაში - ანუ 36 ჯერ შენელებულს.

უ ს ა ზ ღ ვ რ ო  ე კ რ ა ნ ი

Galaxy S9|S9+ აქვს უსაზღვრო (5.8'' ან 6.2'') ეკრანი და საოცრად მოსახერხებელი დიზაინი. მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომის ეკრანისა Galaxy S9|S9+ ის ცალი ხელით მოხმარებაც ძალიან მარტივია. ეს სწორედაც რომ უსაზღვრო ეკრანის დამსახურებაა. მას ფაქტიურად არ აქვს ჩარჩოები და ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ხელში მხოლოდ ეკრანი გიჭირავთ. სამსუნგი პირველობას არ თმობს და გვთავაზობს მოწყობილობებს, რომლებსაც წინა პანელთან საოცრად მაღალი ეკრანის თანაფარდობა აქვთ (83.4% / 84.2%).

სამსუნგი ყოველთვის გულისყურით უსმენს მომხმარებლის შთაბეჭდილებებსა და თხოვნებს და სწორედ ამიტომ, წინა წლის მოდელთან შედარებით თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელიც წინა ფლაგმან მოდელებში კამერის მოდულის გვერდით იყო მოთავსებული, Galaxy S9|S9+ ში მოთავსებულია კამერის მოდულის ქვევით. შესაბამისად ამ სენსორის გამოყენება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა.

რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს Galaxy S9|S9+ ის ეკრანის ფორმატი 18.5:9-ზე, რომლის გარეშეც თანამედროვე სმარტფონი სრულიად წარმოუდგენელია. ასეთი ფორმატის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ვიდეო კონტენტისაგან და ვუყუროთ თანამედროვე მაღალი ხარისხის ფილმებს შავი ჩარჩოების გარეშე, რომელიც ჩნდება 16:9-ზე ეკრანის ფორმატის შემთხვევაში.

ვ ი რ ტ უ ა ლ უ რ ი  ე მ ო ჯ ი 

ვირტუალური ემოჯი ახალი ფუნქციაა სამსუნგის ფლაგმანში. ეს არის ადამიანის ანიმაციის შექმნა და მისი გამოყენება ცოცხალ რეჟიმში, სმაილებისათვის და GIF ანიმაციებისათვის. ერთი პერსონაჟის ანიმაციის შექმნისთანავე იქმნება 18 ემოჯი, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას. ვირტუალური ემოჯი ეს არის კომუნიკაციის კიდევ უფრო დახვეწილი და პერსონალიზირებული ფორმა, რომელიც კარგად ერგება თანამედროვე სამყაროს და საკმაოდ სახალისოა.

მ ო მ ა ჯ ა დ  ო ვ ე ბ ე ლ ი  მ უ ლ ტ ი მ ე დ ი ა  გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა

სმარტფონი უკვე დიდი ხანია აღარ ითვლება მხოლოდ დასარეკ და შეტყობინების გასაგზავნ საშულებად. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ვიდეო და აუდიო კონტენტის ყურება და მოსმენა. ამ კუთხით Galaxy S9|S9+ დადებითად გაგაოცებთ, რადგან იგი აღჭურვილია QHD გაფართოების, ულტრა ნათელი, ორმხრივად მოხრილი, იდეალური შავი ფერის მქონე Super AMOLED ეკრანით, რომელიც იდეალურ ვიდეო გამოცდილებას მოგანიჭებთ. მაქსიმალური სიამოვნებისათვის არანაკლებ მნიშნელოვანია აუდიო კონტენტი: Galaxy S9|S9+ ში გამოიყენება სტერეო ჟღერადობის, მრავალნაკადიანი დინამიკები, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და დინამიურ ხმას თქვენს სმარტფონში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Galaxy S9|S9+ის დინამიკები აღჭურვილია Dolby Atmos ხმის ტექნოლოგიით, რომელიც გადმოსცემს აუდიო კონტენტს 360 გრადუსიანი ფორმატით. ანუ, როდესაც თქვენ უყურებთ ვიდეოს და კადრის რომელიმე ნაწილში ობიექტი გამოსცემს ხმას, ხმა სწორედ იმ ნაწილიდან მოდის, სადაც იმყოფება აღნიშნული ობიექტი. თვალები რომ დახუჭოთ Dolby Atmos-ის დახმარებით თქვენ მაინც მიხვდებით, თუ სად იმყოფება ხმის გამომცემი ობიექტი.

რა თქმ აუნდა არის სიტუაციები, როდესაც დინამიკების მაგივრად უნდა გამოვიყენოთ ყურსასმენები. Galaxy S9|S9+ ამ მხრივაც გამოირჩევა. მას კომპლექტაციაში მოჰყვება AKG-ის ყურსასმენები, რომლებიც გამოირჩევა მრავალნაკადიანი ხმის მოწოდების შესაძლებლობით, საოცრად კარგი ხმოვანი იზოლაციით და სადენით, რომელიც სპეციალური დამცავი შრის წყალობით ფაქტიურად არ იხლართება (ამ ყურსასმენების საბაზრო ფასი დაახლოებით 100$).

ს ა უ კ ე თ ე ს ო  მ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ლ ე ბ ი 

ფუნქციურ მრავალფეროვნებასთან ერთდ Galaxy S9|S9+ მონაცემებითაც მოწინავეა. მასში გამოიყენება 10 ნანომეტრიანი, საოცარი წარმადობის მქონე Exynos 9810 Octa, რომლის 8 ბირთვი მზად არის შეასრულოს აბსოლუტურად ნებისმიერი ამოცანა, 10 ნანომეტრიანი ლითოგრაფიის ხარჯზე პროცესორი ფაქტობრივად არ ხურდება და ინარჩუნებს სტაბილურ სამუშაო ტემპერატურას. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს Galaxy S9|S9+ აღჭურვილა 64 GB საბაზისო შიდა მეხსიერებით და micro SD ბარათის მეხსიერების სლოტით, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მეხსიერება.

Galaxy S9|S9+ აღჭურვილია სწრაფი დამუხტვის და ასევე უსადენო სწრაფი დამუხტვის ფუნქციით.

Galaxy S9|S9+ დაცულია IP68 სტანდარტით წყლისა და მტვრისაგან, შესაბამისად შეგიძლიათ ისაუბროთ წვიმაში, შეიტანოთ სმარტფონი აბაზანაში და დატკბეთ მისი სტერეო დინამიკებითა და Dolby Atmos მხარდაჭერით. Galaxy S9|S9+ ში განსაკუთრებული ყურადღება არის დათმობილი უსაფრთხოებაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე უსაფრთხოების 4 მექანიზმი ერთდროულად: სტანდარტული პინ კოდი, თითის ანაბეჭდის სკანერი, თვალის ფერადი გარსის სკანერი და სახის ამომცნობი სენსორი.

Galaxy S9|S9+ ის წინასწარ შეკვეთები უკვე დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. შეუკვეთეთ წინასწარ სამსუნგის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში და მიიღეთ საჩუქრად უსადენო დამტენი.