იაპონური გვარები ყოველთვის ინოვაციასთან, განვითარებასთან არიან დაკავშირებული.
ასეა ნორიაკო კანოს შემთხვევაშიც. ის ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი და კანოს მოდელის შემქმნელია. მისი სახელობის მოდელი გვთავაზობს პროდუქტის განვითარების ისეთ გეგმას, რომ წარმოების პროცესმა რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა გამოიწვიოს. ბიზნესის მართვის მოდელი უნიკალურია ნებისმიერი პროფილის საქმიანობისთვის მის მიერ შეთავაზებული პროდუქტისა თუ სერვისის მიუხედავად.
მომხმარებლების გულის მოგების მიზნით კანომ ჩამოაყალიბა მეთოდოლოგია, რომელიც კლიენტების მოლოდინის საზღვრებს სცდება.
ის მომხმარებლების მოთხოვნებს ჰყოფს 5 კატეგორიად, რომლებსაც ამჯერად თვალის წვეთების ”როტო ჰიდრას” მაგალითზე განვიხილავთ:
მომხიბლავი მოთხოვნები
– უკეთესია თუ ეს უკანასკნელი არსებობს, თუმცა მისი არარსებობის შემთხვევაშიც კი, კლიენტი უკმაყოფილო არ დარჩება. ისინი გეხმარებიან ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, მომსახურების განახლებასა და დახვეწაში. თუმცა მათ წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებათ.• ”როტო ჰიდრას” ორიგინალური შეფუთვა აქვს. მისი შუშა არის გამჭვირვალე, ლამაზი და კოსმეტიკურ აქსესუარს ჰგავს. თავსახურს ჩამკეტი ფუნქცია აქვს, რაც უზრუნველყოფს დაცვას, რომ მასში მტვერი ან სხვა რამე არ მოხვდეს. ეს ყველაფერი მედიკამენტის მთავარი მოთხოვნა არაა, თუმცა მათი არსებობა მეტ მომხმარებელს იზიდავს.
• იყიდება საქართველოში არსებულ ყველა სააფთიაქო ქსელში, გაიცემა ურეცეპტოდ და ამავდროულად, შესაძლებელია ადგილზე მიტანით შეძენა. ზოგადად, რაც უფრო ფართოდ და მარტივად ხელმისაწვდომია მედიკამენტი, მით უფრო კმაყოფილია მომხმარებელი.
ცალსახა მოთხოვნები – რაც უფრო ინტენსიურადაა აღნიშნული კრიტერიუმები წარმოდგენილი, მით უფრო კმაყოფილია მომხმარებელი.
• ”როტო ჰიდრას” აქტიური ინგრედიენტი ბუნებრივი ბოჭკოვანი ნივთიერებაა, რომელიც წყალში კარგად იხსნება და არ იწვევს ალერგიას. მედიკამენტის შერჩევისას მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ ხოლმე მის გვერდით მოვლენებს, განსაკუთრებით, ალერგიულობას. ამიტომ არაალერგიული მედიკამენტები მომხმარებელთა უფრო მეტ კმაყოფილებას იმსახურებენ.
• თვალის აღნიშნული წვეთები უფრო ბლანტია, ვიდრე სხვა წვეთები. შესაბამისად, ის თვალის ლორწოვან გარსს მავნე ნივთიერებების შეღწევისაგან იცავს. ეს კი მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდაზე პოზიტიურად მოქმედებს.
• ”როტო ჰიდრას” გახსნილი შუშის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში. ზოგადად კი ანალოგიურ მედიკამენტებს უფრო მოკლე გამოყენების ვადა აქვთ ხოლმე. გამოყენების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მედიკამენტი უფრო ბიუჯეტური გამოდის. ეს კი იმ მოთხოვნათაგან ერთ-ერთია, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილებას ზრდიან.
სავალდებულო მოთხოვნები - მათ გარეშე კლიენტი ცალსახად უკმაყოფილო დარჩება. იგი ელის და, უფრო მეტიც, ითხოვს კიდეც ამ კრიტერიუმების არსებობას. ისინი შეთავაზების ძირითადი მახასიათებლები არიან და მათ გარეშე მომხმარებელი უკიდურესად უკმაყოფილო იქნება.
• ”როტო ჰიდრა” მაღალი ხარისხის და სწრაფი ეფექტის მედიკამენტია. ხარისხი და მოქმედების სისწრაფე სწორედ ის კრიტერიუმებია, რასაც მომხმარებელი მედიკამენტისგან პირველ რიგში ელის.
• მედიკამენტს, ყველა კონკურენტისაგან განსხვავებით, 8 საათიანი მოქმედება აქვს. ის ხანგრძლივად ატენიანებს თვალს, ინარჩუნებს ტენიანობას, ხსნის გაღიზიანებას, თვალის ზედაპირზე დაჭიმულობასა და დაღლილობას. ეს კი აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტის მთავარი მახასიათებლებია.
ინდიფერენტული მოთხოვნები – მათ არსებობას კლიენტის კმაყოფილების ხარისხთან კავშირი არ აქვს.
• ”როტო ჰიდრა” შექმნილია უახლესი „Freshkick” ტექნოლოგიით. ეს კრიტერიუმი ცალსახად კარგია, თუმცა მას პირდაპირი კავშირი არ აქვს მომხმარებელთა კმაყოფილებასთან. რადგან მთავარია, პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ეფექტური, ხოლო ტექნოლოგიას, რომლითაც იგი შეიქმნა, მომხმარებლისთვის გადამწვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.
უკუმოთხოვნები - მათი არსებობა მომხმარებლის კმაყოფილებაზე უარყოფითად მოქმედებს. ამ გზით ისინი უარყოფითად მოქმედებენ კლიენტების კმაყოფილებაზე.
• ”როტო ჰიდრა” შეიცავს მენთოლს, რომელიც თვალში მოხვედრისას იწვევს სიგრილის ან და წამიერად წვის შეგრძნებას, ეს შეიძლება ზოგიერთი მომხმარებლისთვის გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი იყოს.