დაბა სტეფანწმინდაში 700 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი სადგომის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, 20 წლის ვადით, იჯარით გაცემის მიზნით გამოიტანა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 69 762 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პირობების მიხედვით აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 700 სატვირთო მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის, ასევე მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის მქონე ობიექტების, მათ შორის, კვების ობიექტების მოწყობა. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით გამარჯვებულმა უნდა განხორციელოს მინიმუმ 600 000 ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 30 ადამიანი.

უძრავი ქონების საწყისი წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 21 000 ლარს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: