სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას 2018-2019 წლებში ტენდერში მონაწილე სამივე კომპანია - „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ (შპს ვიონი საქართველო) გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე მიმდინარე წელს ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. იანვარში გამოცხადებული ტენდერი კონკურენტის არარსებობის გამო, მხოლოდ 1 კომპანიის „ბილაინის“ მონაწილეობის მიზეზით ჩაიშალა.
რაც შეეხება მეორე - თებერვალში გამოცხადებულ ტენდერს, წინადადებების მიღება 1 მარტს დასრულდა და მასში მონაწილე 3-ვე კომპანია გამარჯვებულ პრეტენდენტად გამოცხადდა.