მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული აქცია 1-ელ მარტს დაიწყო.
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი აქტიური დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი) არ გააჩნიათ; არასდროს ჰქონიათ აღებული მოქალაქის დოკუმენტები; პირებს, რომელთაც 1-ელ მარტამდე ნებისმიერი მიზეზით გაუუქმდათ ყველა დოკუმენტი.
აქციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ამის საფუძველზე გაუქმებული აქვს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირებად მისამართზე გადის რეგისტრაციას.
აქციით სარგებლობა შეუძლია ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2018 წლის 1 ნოემბრისთვის უსრულდებათ.
აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ფოტოს გადაღებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი. ამასთან, აღნიშნული აქცია მხოლოდ პირადობის მოწმობას შეეხება და პასპორტის აღება ჩვეულებრივი სტანდარტული ფასი ეღირება.