აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები განთავსდება

2014 წლის 21 მაისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს განათავსებს.