13 საუკეთესო ქვეყანა „ფრილანსერებისთვის“ - ბრიტანული Expert Market-ის რეიტინგი

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანები ფიქრობენ, რომ დასაქმდნენ, თუმცა დისტანციურად და დამოუკიდებლად.

„ფრილანსერები“ მუშაობენ სხვადასხვა სფეროში, რაც მათ აძლევთ საშუალებას სამუშაოს ტემპი და მოცულობა თავად განსაზღვრონ.

ბრიტანული Expert Market-მა „ფრილანსერების“ დასახმარებლად იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც მათ კომფორტულად შეუძლიათ მუშაობა. კვლევა 57 ქვეყანაში ჩატარდა, საბოლოოდ გამოიკვეთა 13 ქვეყანა, სადაც „ფრილანსერებისთვის“ კომფორტული გარემოა შექმნილი.

რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს საცხოვრებლის ფასი, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე სატრანსპორტო სისტემის ხარისხი, უფასო WI-FI-ის ადგილები, ერთი ფინჯანი ყავის ფასი, საშემოსავლო გადასახადი. ასევე რეიტინგისას გათვალისწინებული იქნა ის, თუ რამდენად ადვილია ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება და საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ 13 ქვეყანას, სადაც „ფრილანსერებისთვის“ ყველაზე კარგი გარემოა შექმნილი.

1. ჰონკონგი - ჰონკონგი „ფრილანსერებისთვის“ არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში როგორც მუშაობის, ასევე ცხოვრების დონით. აქ საუკეთესოდ არის განვითარებული სატრანსპორტო სისტემა, საშემოსავლო გადასახადი არის მცირე და ინტერნეტის სიჩქარე კი უსწრაფესი.

2. ამერიკა - ამერიკა რეიტინგში მეორე ადგილს სატრანსპორტო სისტემით იკავებს. გარდა ამისა, აქ ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, სადაც WI-FI არის უფასო. სწორედ ამიტომ, „ფრილანსერებისთვის“ ამ ქვეყანაში მუშაობა არის სასიამოვნო და კომფორტული.

3. სამხრეთ კორეა - სამხრეთ კორეის ქალაქებშიცხოვრების ხარჯები საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა, იქ სესხებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია და ასევე ინტერნეტის სიჩქარეც სწრაფია.

4. არაბთა გაერთიანებული საემიროები - ეს არის ერთადერთი ქვეყანა სიაში, სადაც საშემოსავლო გადასახადი არ არსებობს. დუბაი და აბუ-დაბი უკვე ბევრი მილიონერის საცხოვრებელ ადგილად იქცა.

5. დიდი ბრიტანეთი - ლონდონსა და მანჩესტერში კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მაღალია. ქვეყანაში მოწესრიგებულია სატრანსპორტო სისტემა და თანაც, იქ მუშაობა კომფორტული და სასიამოვნოა.

6. ესპანეთი - ბარსელონას პლიაჟები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩახვიდეთ ესპანეთში და იმუშავოთ დამოუკიდებლად. თუმცა პლაჟი არ არის ერთადერთი მიზეზი - ესპანეთში კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მაღალია, სატრანსპორტო სისტემა გამართულია და ასევე იაფია ყავაც. გარდა ამისა, ესპანეთში უფასო WI-FI ძალიან ბევრ ადგილზეა.

7. ახალი ზელანდია - მეზობელი ავსტრალია ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ძალიან პოპულარული ქვეყანაა, თუმცა ახალი ზელანდიაში უფრო იაფია ფინჯანი ყავა, ინტერნეტის სიჩქარე უფრო სწრაფია და საკუთარი ბიზნესის დაწყებაც ადვილია.

8. ესტონეთი

- ესტონეთმა ყველა იმ კრიტერიუმში, რომელიც შეფასებისას გამოიყენეს, საუკეთესო მაჩვენებლები მიიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აღმოჩნდა იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

9. ბულგარეთი - საშემოსავლო გადასახადის მოცულობა - ეს არის „ფრილანსერებიოსთვის“ ყველაზე მომხიბლავი ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ყველაზე იაფია ფინჯანი ყავაც - სულ რაღაც 0,94 ევრო.

10. ჩეხეთი - ჩეხეთის დედაქალაქი თვითდასაქმებულებისთვის ყველაზე საუკეთესო ადგილია.

11. ლატვია - სწორედ აქ მოდიან ის „ფრილანსერები“, რომელთაც სურვილი აქვთ მშვიდად იმუშავონ და თან ფინჯანი ჩაი მიირთვან. გარდა ამისა, ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადიც დაბალია.

12. საფრანგეთი - საფრანგეთის დედაქალაქში ბევრი კაფეა, სადაც შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ და იმუშავოთ.

13. პორტუგალია - ევროპის ამ ქვეყანაში სატრანსპორტო სისტემა მოწესრიგებულია, კრედიტებზე ხელმისაწვდომობაც არსებობს და ერთი ფინჯანი ყავა 1,02 ევრო ღირს