შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით 70 მილიონ ლარზე მეტი გასცა

შემოსავლების სამსახურმა, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების დაწყებიდან თვე-ნახევარში, დეკლარანტებზე 70 მლნ ლარზე მეტი თანხა გასცა.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 442 ათასზე მეტი დეკლარაცია (მათ შორის ბანკებიდან 171 760).

შემოსავლების სამსახურში ვარაუდობენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რაოდენობა 600 000-ს მიაღწევს.