Top-10 უნივერსიტეტი, სადაც კომპიუტერულ მეცნიერებას ყველაზე უკეთ ასწავლიან - businessinsider-ის რეიტინგი

გამოცემა businessinsider-ი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც შეგიძლიათ საუკეთესოდ დაეუფლოთ კომპიუტერულ მეცნიერებას.

რეიტინგის შედგენისას გამოცემა დაეყრდნო ამ უნივერსიტეტებში კომპიუტერული პროგრამების ხარისხისა და კურსების ინტენსიურობას, რომელიც თავის მხრივ, მოყვანილი იყო QS University Rankings-ში. აღნიშნული კომპანია კი უნივერსიტეტების რანჟირებას აკადემიური რეპუტაციის, დასაქმებულთა რეპუტაციისა და კვლევითი კომპონენტების მიხედვით ადგენს და მის რეიტინგებს ხშირად ეყრდნობიან დამსაქმებლები.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უნივერსიტეტის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს მოეწყონ ისეთ ცნობილ კომპანიებში როგორიცაა Apple, Google, Microsoft, Facebook, ან Amazon.

წარმოგიდგენთ ტოპ-10 იმ უნივერსიტეტის ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მაღალ დონეზე ისწავლება კომპიუტერული მეცნიერება.

10. National University of Singapore (NUS)

9. ETH Zurich - Swiss Federal Institute of Technology

8. Princeton University

7. University of Oxford

6. Harvard University

5. University of Cambridge

4. University of California, Berkeley (UCB)

3. Carnegie Mellon University

2. Stanford University

1. Massachusetts Institute of Technology (MIT)

კოკა კვირკველია