2018 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა.
როგორც გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% - უცხოელი. საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.
2018 წლის 2 თვის მონაცემებთ, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა: თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.