გაერომ „ადამიანების განვითარების კვლევა“ (Human Development Report) წარმოადგინა, რომელიც ქვეყნების რანჟირებას იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ხანს და რამდენად ჯანმრთელად ცხოვრობენ ამა თუ იმ ქვეყნებში ადამიანები.
ასევე გათვალისწინებულია ფინანსური შემოსავლები, განათლების ხარისხი, ცხოვრების დანახარჯები, გენდერული თანასწორობა და სხვა კრიტერიუმები.
შესაბამისად, აღნიშნული კვლევას მეორენაირად „ცხოვრებისთვის საუკეთესო ქვეყნების“ რეიტინგი ჰქვია.
ჩამონათვალში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შესული, სადაც საქართველო 70-ე ადგილზეა და უსწრებს ირანი, თუმცა ჩვენს შემდეგაა თურქეთი. რეიტინგში ჩვენზე წინ არიან ყაზახეთი, ბელორუსი, რუსეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ხოლო სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩვენზე დაბალ პოზიციებზე განლაგდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგში 0.769 ქულა აქვს მინიჭებული. რაც შეეხება გაეროს კვლევის ლიდერ ქვეყანას, ის ნორვეგიაა 0.949 ქულით.
ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება.
1 - ნორვეგია 0.949
2 - ავსტრალია 0.939
3 - შვეიცარია 0.939
4 - გერმანია 0.926
5 - დანია 0.925
6 - სინგაპური 0.925
7 - ნიდერლანდები 0.924
8 - ირლანდია 0.923
9 - ისლანდია 0.921
10 -კანადა 0.920
11 - აშშ 0.920
12 - ჰონგ-კონგი, ჩინეთი 0.917
13 - ახალი ზელანდია 0.915
14 - შვედეთი 0.913
15 - ლიხტენშტაინი 0.912
16 - დიდი ბრიტანეთი0.909
17 - იაპონია 0.903
18 - სამხრეთ კორეა 0.901
19 - ისრაელი 0.899
20 - ლუქსემბურგი 0.898
კოკა კვირკველია