ბიტკოინის ფასი დღეს დილიდან ზრდას განაგრძობს

დღეს დილიდან ბიტკოინის ფასმა ზრდა განაახლა.

CoinMarketCap-ზე დილის 9 საათის მდგომარეობით, ბიტკოინის ფასი 2,6%-ით 11,53 ათას დოლარამდე გაიზარდა, Bitfinex-ზე 3,35%-ით 11,52 ათასამდე, ხოლო GDAX-ზე 11,51 ათას დოლარამდე.

რაც შეეხება სხვა კრიპტოვალუტების ფასს: Ethereum 2,18%-ით, 865,86 დოლარამდე გაიზარდა, Ripple - 9,83%-ით 0,989 დოლარამდე, Bitcoin Cash 3,03%-ით 1,278 ათას დოლარამდე. ამ დროისთვის კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 469,054 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან ბიტკოინზე მოდის 42%.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბიტკოინზე ფასის ზრდა გერმანიაში გასულ კვირას მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად გერმანიამ ბიტკოინი საგადასახადო საშუალებად აღიარა და შესაბამისად, ის აღარ დაიბეგრება.

თუმცა, ამის პარალელურად ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად იმოქმედა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების კომისიის მხრიდან კომპიუტერულ და ტექნოლოგიურ კომპანიებზე დაგზავნილმა მოთხოვნამ, მიაწოდონ ინფორმაცია ტოკენების საჯაროდ განთავსების შესახებ.

კოკა კვირკველია