თებერვალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით, ტურისტების კი 27.1%-ით გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში საქართველოს 440 806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 72 796-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით, საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.2%)-ია.
იანვარი-თებერვლის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 367,321 შეადგინა, რაც 73,320-ით მეტია 2017 წლის იანვარი-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).
რაც შეეხება კონკრეტულად თებერვალს, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა,
რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 177845 შეადგინა, რაც 27,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან,
რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში
ჩამომსვლელების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვალში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული
სამეფო (+49%), ლიტვა (+36%), საფრანგეთი (+31%), გერმანია (+21%) და ა.შ.