გასული წლის განმავლობაში საქართველოში 14 076 მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან მოაწოდეს.
ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებზე დარიცხული აქციზის გადასახდელი თანხა 14 722 308.1 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე კი გასამმაგდა.