საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, საპარტნიორო ფონდი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას და საშუალებას მისცემს დაინტერესებულ სტუდენტებს ფონდში გაიარონ პრაქტიკა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის თანახმად, როგორც ქვეყანას, ასევე ფონდს, სჭირდება ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური კადრები და ასეთი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი თაობის აღზრდას. მემორანდუმის ფარგლებში, ფონდი ინიცირებას გაუკეთებს ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობას, მათ შორის სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განხორციელებას.