საერთაშორისო რეიტინგებში დაკავებული პოზიციები მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად.
PMC კვლევითი ცენტრი თავის კვლევაში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებსა და მათ დინამიკას ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით მიმოიხილავს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი
საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ 2017 წლის რეიტინგში 137 ქვეყანას შორის 67-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს პოზიციები „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ უმჯობესდებოდა. ხოლო 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ინდექსში 8 ადგილით გაუარესდა.2017 წელს საქართველოს “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია მაკროეკონომიკური გარემოს ინდიკატორში უკავია (48-ე ადგილი), ყველაზე ცუდი - ინოვაციების ინდიკატორში (118-ე ადგილი).
ბიზნესის კეთების სიმარტივე
საქართველომ მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივის” 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიცია დაიკავა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში 7 ადგილით გაუმჯობესდა.2017 წელს საქართველოს “ბიზნესის კეთების სიმარტივის” რეიტინგში ყველაზე კარგი პოზიცია მცირე ინვესტორთა დაცვის ინდიკატორში უკავია (მე-2 ადგილი), ყველაზე ცუდი - საგარეო ვაჭრობის სიმარტივის შეფასების ინდიკატორში (62-ე ადგილი).
გლობალური ინოვაციების ინდექსი
2017 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა 127 ქვეყანას შორის. ცნობისთვის, 2014 წლის შემდეგ 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს რეიტინგი „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ უმჯობესდებოდა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 4 ადგილით გაუარესდა.2017 წელს საქართველოს “გლობალური ინოვაციების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია ინსტიტუტების ინდიკატორში უკავია (47-ე ადგილი), ყველაზე ცუდი -ბიზნესის განვითარების ინდიკატორში (101-ე ადგილი).
ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსის“ ბოლო ანგარიშში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 41-ე ადგილი დაიკავა (2016 წლის რეიტინგში, 4.8 ქულა). 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნული ინდექსის რეიტინგში 5 ადგილით გაუმჯობესდა.2016 წელს საქართველოს “ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობის ინდიკატორში უკავია (მე-9 ადგილი), ყველაზე ცუდი-სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხის შეფასების ინდიკატორში (98-ე ადგილი).
ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი
მსოფლიო ბანკის 2016 წლის „ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში“ საქართველომ 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილი დაიკავა (2.35 ქულა). აღსანიშნავია, რომ საქართველოს შედეგი 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, 14 ადგილით გაუარესდა.2016 წელს საქართველოს “ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია თვალყურის დევნების ინდიკატორში (Tracking and Tracing) უკავია (112-ე ადგილი), ყველაზე ცუდი - ლოგისტიკის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის ინდიკატორში (146-ე ადგილი).
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
Heritage Foundation-ის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 180 ქვეყანას შორის მე-16 პოზიცია დაიკავა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 3 ადგილით გაუარესდა.2018 წელს საქართველოს “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ფისკალური სიჯანსაღის ინდიკატორში აქვს (91.8 ქულა), ყველაზე დაბალი - ფინანსური თავისუფლების ინდიკატორში (60 ქულა).