„თბილაბრეშუმის“ 95,64 %-იანი წილის მფლობელი დანარჩენი აქციონერებისგან წილის შესყიდვას გეგმავს

სს „თბილაბრეშუმის“ აქციების 95,64%-ის მფლობელი ოთარ ლომაია დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული აქციების შეძენას გეგმავს. აღნიშნული შესახებ ლომაიამ ოფიციალურად განაცხადა.

„თბილაბრეშუმის“ აქციების 95,64 %-ის მფლობელი ოთარ ლომაია საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „თბილაბრეშუმის“ აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ აცხადებს,”-ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, „თბილაბრეშუმის“ საქმიანობის სფერო - კომერციული ფართის იჯარით გაცემაა.