მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტფინანსიდან", წინასწარი ინფორმაციით, 6 ათასი ევრო გაიტაცეს

ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტფინანსიდან", წინასწარი ინფორმაციით, 6 ათასი ევრო გაიტაცეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტფინანსში" ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა #49 მიკროავტობუსის მძღოლს მიაგნეს. არსებული ვერსიით, თავდასხმელმა ტერიტორია 49 ნომერი სამარშუტო ტაქსით დატოვა.

არსებული ინფორმაციით, უკვე მოხდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაზე დამონტაჟებული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერებიდან მასალის ამოღება და მათი შესწავლა.

მომხდართან დაკავშირებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.