2017 წელს 300 მილიონი დოლარის ICO „მიიტაცეს“

2017 წელს ICO-ს (ტოკენების პირველადი საჯარო განთავსება) მეშვეობით 300 მილიონ დოლარამდე იქნა მიტაცებული, რაც დაახლოებით 7%-ია ამ პერიოდში გამომუშავებული ICO საშუალებებისა,

- ნათქვამია კომპანია Positive Technologies მიერ ჩატარებულ კვლევაში.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ ICO-ს მხრიდან მოზიდული კაპიტალის ოდენობა 2017 წელს 5 მილიარდი დოლარი იყო. „ყველაზე წარმატებულმა პროექტებმა საკუთარ კომპანიებს 883,4 მილიონი (EOS) და 257 მილიონი (Tezos) შემოსავალი მოუტანა. მაგრამ გარდა კაპიტალისა, ICO-მ ასევე მოიზიდა ჰაკერები. სხვადასხვა მონაცემებით, 2017 წელს ICO-ს საშუალებით მოპარულ იქნა 300 მილიონ დოლარამდე, რაც 7%-ია ამ პერიოდში გამომუშავებული ყველა ICO საშუალებისა“, - ნათქვამია კვლევაში.

საშუალოდ, შეტევებმა უფრო მეტი ეტაპი მოიცვა, ხოლო მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ICO-ზე შეტევისას ბოროტმოქმედები ყველაზე ხშირად ცდილობდნენ დაემყარებინათ კონტროლი პლატფორმაზე, რათა შეეცვალათ „საფულის“ მისამართი საკუთარით.

Positive Technologies ექსპერტების ვარაუდით, 2018 წელს ICO-ზე შეტევა გრძელდება. ისინი კომპანიებს მოუწოდებენ, მეტი ყურადღება დაუთმონ უსაფრთხოებას და ჩართონ სპეციალისტები საკუთარი პლატფორმების დაცულობის საქმეში, რათა თავიდან აიცილონ კიბერ თავდასხმებით მიყენებული დანაკარგები.

კოკა კვირკველია