სახელმწიფო უწყებებში შესაძლოა, პრემიების ზედა ზღვარი დაწესდეს

სახელმწიფო უწყებებში პრემიების სისტემა უნიფიცირდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების კომენტირებისას განაცხადა.

"პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ არა ამ შემთხვევის გამო. ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა - მაქსიმალური ზედა ზღვარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურას უკვე მალე მივიღებთ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც იყო ადრე, ავტომანქანების შემთხვევაში", - განაცხადა სერგეენკომ და იმედი გამოთქვა, რომ პრემიების გაცემის მოქმედი სისტემა მალე დასრულდება.