მინისტრების სოლიდური პრემიები და დანამატები

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების შესახებ, IDFI ეხმაურება.

როგორც ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ცენტრში ამბობენ, ისინი წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც გამორიცხავდა საჯარო მოსამსახურეებისთვის არალოგიკური ოდენობის თანხებით დაჯილდოვების პრაქტიკას და ხელს შეუწყობდა წახალისების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებას.

დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში პრემიებით და სახელფასო დანამატებით დაჯილდოვების არაერთგვაროვანი პრაქტიკის საილუსტრაციოდ, IDFI სამინისტროებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი. ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეზე 2013 წელს პრემიის სახით გაცემულია 186 080 ლარი, მაშინ როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოთხი მოადგილის 2013 წელს პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 22 220 ლარი. 10 ყველაზე დიდი ფულადი წახალისებით პრემირებულ მინისტრის მოადგილეებს შორის ვხვდებით იუსტიციის მინისტრის ოთხ მოადგილეს, ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ორ მოადგილეს და თავდაცვის მინისტრის ერთ მოადგილეს.

2013 წლის მარტის თვის შემდგომ მინისტრების მიერ პრემიის მიღების ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია.

2013 წელს მინისტრების მიერ მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატები (ლარი) :

  1. ირაკლი ალასანია 83 076
  2. პაატა ზაქარეიშვილი 50 885
  3. მირიან ოდიშარია 50 045
  4. ალექსი პეტრიაშვილი 49 264
  5. ხათუნა გოგალაძე 47 935
  6. სოზარ სუბარი 47 685
  7. დავით ნარმანია 47 685
  8. დავით დარახველიძე 47 685
  9. თეა წულუკიანი 47 685
  10. კახა კალაძე 47 685
  11. ლევან ყიფიანი 47 685
  12. მაია ფანჯიკიძე 43 350
  13. შალვა ფიფია 42 525
  14. თამარ სანიკიძე 25 034

2013 წელს ყველაზე მაღალი პრემიებისა და სახელფასო დანამატების მქონე მინისტრის მოადგილეები:

მარიამ ვალიშვილი (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე) პრემია - 65 280 ლარი

ილია ელოშვილი (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე) პრემია - 65 280 ლარი

არჩილ თალაკვაძე (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე) -59 840

დავით ჯანდიერი (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) პრემია- 570520

ირაკლი ხმალაძე (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე) პრემია - 55 520

ალექსანდრე ბარამიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) პრემია -55 971

გოჩა ლორთქიფანიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) პრემია- 54 419

ალექსანდრე ბურჭულაძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) პრემია -54 419

ირაკლი გეგეჭკორი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) სახელფასო დანამატი - 49 823

გრიგოლ გიორგაძე (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე) პრემია - 47 200