კოოპერატივებს სათიბ-საძოვრები იჯარით გადაეცათ

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივებს: „რკ ყვარის მთას“, „რკ ლუხუნის ხეობას“, „რკ ორცეფს“ და „რკ პალდოველი –2014“-ს თიანეთის, ამბროლაურის, ახალციხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები სულ 1 726 ჰა. გრძელვადიანი იჯარით გადასცა.

კოოპერატივებში გაერთიანებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა საკუთრებაში 1000 სულზე მეტი მსხვილი რქოსანი პირუტყვია. აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება.