პარლამენტმა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. პროექტი, რომლის ინიციატორიც მთავრობაა, 88-ხმით დაამტკიცეს.

აღნიშნული კანონი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება და მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, “პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებიც მიიღო, რომლის მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო რეგულაციების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებზე სანქციების ოდენობები იზრდება.