გამოცემა Forbes-ის 2018-ის განახლებულ რეიტინგში წელს რეკორდული რაოდენობის ქალი მილიარდერი მოხვდა.
წლევანდელ რეიტინგში სულ 256 ქალია და მათი საერთო ქონება 1 ტრილიონ დოლარს უდრის, რაც 20%-ით მეტია გასული წლის მონაცემზე. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ რეიტინგში მილიარდერი ქალების უმეტესობამ მილიარდები მემკვიდრეობით მიიღეს, წელს მაინც გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ქონება დამოუკიდებლად, საკუთარი შრომით დააგროვეს. მათი რიცხვი წელს 72-ს შეადგენს, მაშინ როცა გასულ წელს 56 იყო.
რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ქალს, გამოცემის რეიტინგში ეს არის ალის უოლტონი, რომლის ქონებაც 33,8 მილიარდიდან 46 მილიარდამდეა გაიზარდა. Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი, Forbes-ის 2018-ის განახლებულ რეიტინგის საერთო ჩამონათვალში მე-16 ადგილზეა და მისი გამდიდრება კომპანიის აქციების 43%-იანმა ზრდამ განაპირობა.
უოლტონმა უმდიდრესი ქალის წოდება კომპანია L’Oreal-ის მფლობელ ლილიენ ბეტანკურს ჩამოართვა, რომელიც გასული წლის სექტემბერში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ქალიშვილი ფრენსის ბეტანკური წლევანდელ რეიტინგში მხოლოდ მეორეა 42,2 მილიარდის ქონებით. მესამე ადგილზე კი სიუზან კლატენია 25 მილიარდით, რომელიც კომპანია BMW-ში მსხვილი წილის მფლობელია.
კოკა კვირკველია