მსოფლიოს უმსხვილესი არაალკოჰოლურის სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola, პირველად არსებობის 125 წლის მანძილზე, ალკოჰოლის შემცველი სასმელის წარმოებას იწყებს.
კომპანია გეგმავს იაპონიის ალკოჰოლური სასმელების სწრაფად მზარდ ბაზარზე გაზირებული დაბალალკოჰოლიანი სასმელით წარსდგეს, რათა კონკურენცია გაუწიოს ამ სეგმენტში ლიდერ ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა Strong Zero, Highball Lemon და Slat-ს.
როგორც Financial Times-ი წერს, სასმელი, რომელსაც იაპონელები „ჩჟუჰაის“ უწოდებენ, ჩვეულებრივ შეიცავს 3-8% ალკოჰოლს და გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივ ბაზარზე ისინი სხვადასხვა გემოთი არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით პოპულარულია ქალებში.
ამ ნაბიჯს Coca-Cola-ში „უნიკალურად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის იაპონიის წარმომადგენლობაში „ჩჟუჰაის“ წარმოებას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ამ ტიპის სასმელი იქ ძალიან პოპულარულია.
კოკა კვირკველია