საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად აპირებს ამერიკის მიერ დაწესებული გადასახადების განხილვას.
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირიდან რკინისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული გადასახადის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ ნანობს ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო და მზადაა აღნიშნული საკითხი პარტნიორებთან განიხილოს. მისივე თქმით, ის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომებზე იმსჯელებს.
„საფრანგეთი ნანობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო. სავაჭრო ომში არიან მხოლოდ დამარცხებულები. ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორი იქნება ჩვენი ამ გადაწყვეტილების შედეგი ჩვენი ეკონომიკისთვის და შევათანხმებთ ჩვენს პასუხს“ - დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
მანამდე კი ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მაალსტრომმა მოუწოდა ამერიკას არ მიეღო ეს გადაწყვეტილება.
კიდევ უფრო ადრე კი ევროპული პრესა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის საპასუხო ზომა ასევე შეეხებოდა გადასახადის გაზრდას სრულიად ყველა სახის ამერიკულ პროდუქციაზე.
კოკა კვირკველია