„ხაჭაპურის ინდექსი“ თებერვალში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა

თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.67 ლარი შეადგინა , რაც იანვართან შედარებით 1.2%-ით ნაკლები; ხოლო გასული წლის თებერვალთან შედარებით 0.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტი“ (ISET) ავრცელებს.

ISET-ის ცნობით, იმერული ხაჭაპურის ღირებულება ყველაზე დაბალი ქუთაისში, თელავსა და ბათუმშია. თბილისი კი ხაჭაპურის საშუალო და მინიმალური ღირებულების მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ადგილია. კერძოდ, დედაქალაქში იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.88 ლარი; ხოლო მინიმალური 3.37 ლარია.

„აისეტის“ განმარტებით, ქალაქებს შორის ხაჭაპურის ღირებულების მსგავსი განსხვავების მიზეზი შესაძლოა რძის ბაზრის გამკაცრებული რეგულირება იყოს, რაც დიდ ქალაქებში უფრო კონტროლდება, ვიდრე სხვა ქალაქებში.