2018 წლის იანვარში მხოლოდ ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 3 847 200 ლარი შევიდა.
ამასთან, იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 1 103 891.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის 40.2%-ია.
ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 38,755.3 ათასი ლარი; დამატებული ღირებულების გადასახადის სახით - 442,367.3 ათასი ლარი; ხოლო აქციზის გადასახადის სახით - 148,045.1 ათასი ლარი შევიდა.