საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისევ მოიმატა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 294 ადამიანით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 555-ს შეადგენდა, 2018 წლის თებერვალში კი 453 849 შეადგინა.
თავისთავად, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. 2017 წლის თებერვალში ასეთი ოჯახების რაოდენობა 131 113-ს შეადგენდა, წელს კი 131 500-ია.