ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოსექტორზე სანქციები არ გავრცელდება

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ენერგეტიკულ სფეროს არ შეეხება.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა.

"რუსი პარტნიორები 40 წელია ბაზარზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან. ახლა ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის ენერგოსექტორზე სანქციები არ გავრცელდება. რუსეთი გაზს გვაწვდის – ევროკავშირი ამ გაზის საფასურს იხდის. ამგვარად, არ გვინდა, გაზის მიწოდება იარაღად ვაქციოთ", – აღნიშნა ოტინგერმა.