მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 7 სოფელი აგრარულ სეზონს მომზადებული ხვდება

საქართველოში აგრარული სამუშაოების სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. სასოფლო სამეურნეო სავარგულების სარწყავი წყლით მომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

წყლის პრობლემა საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის დუშეთში, საკმაოდ მწვავედ დგას.

წყლის რესურსების რაციონალური განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“, სახელმწიფო დაკვეთით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ნარეკვავის წყალსაცავის კაშხლისა და კატასტროფული წყალსაგდების აღდგენა-რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო.

ნარეკვავის წყალსაცავი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 7 სოფლის: მჭადიჯვრის, შუახევის, ლამოვნის, ციხედავის, წიწამურის, ძალისის ნაწილის და მუხრანის ნაწილის 1600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სავარგულებით 3 000-მდე მოსახლე სარგებლობს.

წყალსაცავის ინფრასტრუქტურა რამდენიმე ძირითად საინჟინრო ნაგებობას მოიცავს, როგორიცაა: მიწის კაშხალი, კატასტროფული წყალსაგდები, საექსპლოატაციო წყალსაშვი და ჩამქრობი. კაშხლის 41 მ-ის სიმაღლის კორპუსის წყალგაუმტარობისთვის გათვალისწინებულია თიხის გული.

კატასტროფული წყალსაგდები განლაგებულია წყალსაცავის მარჯვენა ნაპირზე. სწორკუთხა კვეთის წყალსაგდები არხის სიგრძე 490 მეტრია. არხის შუა ნაწილში, სწრაფმდენის კედლები რკინაბეტონის ბლოკებით და მონოლითური ბეტონით არის ნაგები. კაშხლის ქვეშ, მარცხენა ნაპირზე, წყალსაშვი ფოლადის მილი გადის. გვირაბის შემდეგ წყალსაშვი მილი ღია კამერაში გადის, 900 მმ-იანი მილი სრულდება ჩამქრობი ჭით, საიდანაც წყალი 95 მ სიგრძის ფოლადის მილით მიედინება მდინარის კალაპოტში.

ნარეკვავის წყალსაცავის პროექტის ღირებულებამ 5 მლნ ლარს გადააჭარბა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის წყალსაცავის კაშხლის და კატასტროფული წყალსაგდების აღდგენითი სამუშაოები კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ 2016 წლის 28 ივნისს დაასრულა.

„საბა კონსტრაქშენი“ სამუშაოს ხარისხიანად და უმოკლეს ვადებში შესრულებაზე ორიენტირებული კომპანიაა. რომელიც სამშენებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ სამშენებლო სამუშაოებს, ძირითადად, საკუთარი ტექნიკით აწარმოებს. კომპანიის ბალანსზე ათეულობით სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა ირიცხება, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის.

კომპანია „საბა კონსტრაქშნის“ დამსახურებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 7 სოფელი აგრარულ სეზონს მომზადებული ხვდება. ნარეკვავის რეაბილიტირებული წყალსაცავი ავსებს იმ დეფიციტს, რომელსაც მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტები ზაფხულის პერიოდში განიცდიან.