პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრადიმიტრი ნა-მოლერომ თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი Maison Boutique Hotel საზეიმოდ გახსნეს.
სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი და ნომრები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. უშუალოდ სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებულ კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფასადიც აღნიშნული ეპოქის შესაბამისად იქნა შენარჩუნებული.
სასტუმროში, რომელიც ამჟამად 14 - ნომრიანია, 3,5 მლნ ლარზე მეტი გერმანული და ესპანური ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ, იგეგმება დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს 25 ნომრამდე შევსება, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის, აუზის, სპა-ცენტრის და რესტორნის დამატება.