AirHelp-ის კვლევების მიხედვით, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროკავშირში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ხშირად დაფრინავენ, არ იცნობენ ЕС 261-ს კანონს, რომელიც მათ უფლებებს იცავს.
AirHelp-მა მასშტაბური გამოკითხვისას 7000 ევროპელი გამოიკითხა. გაირკვა, რომ ნახევარმა უბრალოდ არც კი იცის მისი უფლებების შესახებ. მხოლოდ გამოკითხულთა 50%-მა განაცხადა, რომ რეისის დაგვიანების ან გადადდების გამო კომპენსაციის მისაღებად მიმართა კომპანიას.
ყველაზე ხშირად ადამიანები კომპენსაციაზე მოთხოვნას არ წერენ სამი მიზეზის გამო - 42%-მა არ იცის საერთოდ ამ უფლების შესახებ, 36% თვლის, რომ მათ შემთხვევაში კომპენსაცია არ გაიცემა, 24%-მა კი არ იცის, თუ როგორ დაწეროს საჩივარი.
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, EC 261-ე მუხლის თანახმად, რომელიც 14 წლის წინ იქნა მიღებულ ი, ფრენის გადადების, დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში, ავიამგზავრს შეუძლია 600 ევროს ოდენობის კომპენსაცია მოითხოვოს. კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მგზავრს 3 წლის განმავლობაში აქვს.
ზიანის ანაზღაურება ნებადართული არაა მხოლოდ "გამონაკლის შემთხვევებში", მაგალითად, გაფიცვის, ქარიშხლის ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში, კომპენსაციის მისაღებად, საკმარისია, რომ გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე იყოს ან ავიაკომპანია დაფუძნებული იყოს ევროკავშირის ქვეყნებში.
ამრიგად, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყოველწლიურად თითქმის 13 მილიონი ავიამგზავრი, რომელიც ავიაკომპანიებს კომპენსაციას არ სთხოვს, 5 მილიარდი ევროს კარგავს, ეს თანხა კი რჩება კომპანიას.