სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა

დარიალის ხეობაში, მთის მოწყვეტის გამო, სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამბობენ, რომ მთის მოწყვეტის გამო, ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

"ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დილიდან ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეწყერის შედეგად წაღებულია გზის დიდი ნაწილი. შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.

ავარიის გამო ინფორმირებულია, როგორც რუსული, ისე სომხური მხარე. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება.

”საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება", - ნათქვამია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებაში.