აზიელმა „გიგანტებმა“ ამერიკის „რკინის პოლიტიკაზე“ რეაგირება მოახდინეს

ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე დაწესებული ახალი გადასახადის დაკისრების გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება მისცეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტოკიო ვაშინგტონს თხოვნით მიმართავს, ამოიღოს იაპონია იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც ახალი ტარიფები დაუწესდა. ამასთან, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, ესიხიძე სუგამ განაცხადა, რომ იაპონიიდან რკინისა და ალუმინის იმპორტი აშშ-ში, ვაშინგტონის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი ნამდვილად არ არის.

სამხრეთ კორეის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის, პეკ უნ გიუს განცხადებით, სამხრეთ კორეის ხელისუფლება მკვეთრად უარყოფით პოზიციას აფიქსირებს ამერიკის ამ გადაწყვეტილებაზე. „ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი ნეგატიური შეფასებისა, მაინც მიიღო დონალდ ტრამპმა“, - განაცხადა მინისტრმა.

თავის ხმრივ, ჩინეთში აცხადებენ, რომ ამერიკის მხრიდან ახალი პოლიტიკის წამოწყება, მსოფლიო ეკონომიკას გამოუსწორებელ დანაკარგს მოუტანს. ჩინეთი ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ნიშნავს აქამდე არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე პირდაპირ შეტევას და „ჩინეთი ამის წინააღმდეგ მედგრად დადგება“.

კოკა კვირკველია