შვეიცარია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. მე-18 საუკუნეში შვეიცარელთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა, თავის გადასარჩენად ემიგრაციაში წასულიყო. მე-19 საუკუნის დასაწყისში სიტუაცია გაუმჯობესდა და ქვეყნის განვითარება სწრაფი ტემპით დაიწყო.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შვეიცარიაზე:
1. ქვეყანაში ინფლაციის პროცენტი 1%-ს არ აღემატება.
2. განათლება უცხოელებისთვისაც კი უფასოა. გამონაკლისს წარმოადგენს კერძო სკოლები.
3. შვეიცარიაში მიაჩნიათ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, უმჯობესია დააკანონო "ქრთამი" რაიმე მომსახურების საფასურის სახით. მაგალითად, ცნობის აღების საფასური 25 ფრანკიდან იწყება.
4. შვეიცარია ევროპის შუაგულში მდებარეობს, თუმცა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
5. მთავრობის მიერ მოქალაქეთა სოციალური დაცვა გათვალისწინებულია იმაში, რომ ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელი აუცილებლად ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. არსებობს სპეციალური თანამდებობა - ნომინალური დირექტორი. დირექტორის მოვალეობის შესრულება აუცილებელი არ არის, მთავარი პლუსი კი შემოსავალის მიღებაა. თუმცა, შვეიცარიის მოქალაქეობის მიღება არც ისე ადვილია - ქვეყანაში ცხოვრების ვადა 12 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.
6. შვეიცარიის ქალაქ ცერმატეში ავტომობილები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს, აკრძალულია.
დაშვებულია მხოლოდ ელექტრომობილების ტარება.
7. შვეიცარიის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ფედერალური საბჭოს 7 წევრთაგან ერთ-ერთი, თანაც არაერთგზის.
8. ქვეყანაში 4 ოფიციალური ენაა, ამასთან არ არის ეროვნებათაშორისი კონფლიქტი.
9. სკოლაში სწავლება 4 წლის ასაკიდან იწყება. დასვენების დღეები - ოთხშაბათი, შაბათი, კვირა.
10. უკვე 200 წელია, ჟენევაში გაზაფხულს აცხადებენ, როდესაც მთავრობის სასახლესთან წაბლი ყვავილობას იწყებს. როგორც წესი, გაზაფხული მარტში დგება, თუმცა ხანდახან უფრო ადრეც.
11. ჯარში მსახური ვალდებულებაა თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა ჯამურად ვადა 1 წელს არ აღემატება და ანაზღაურებადია, როგორც ჩვეულებრივი სამსახური.