ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის მხრიდანაც დაიკეტა

დარიალის ხეობაში მეწყერის გამო საქართველომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთიდან შესასვლელი დაკეტა.

ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან გასასვლელი ქართული მხარის თხოვნით დაიკეტა", - ციტირებს რუსული სააგენტო ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის კომენტარს.

დარიალის ხეობაში რამდენიმე საათის წინ მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამი ადამიანია დაღუპული.