თბილისის მერი კახა კალაძე აფაქიძის ქუჩის #12-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კონკრეტულ ადგილზე იყო მათემატიკის ინსტიტუტი, მოხდა შენობის დემონტაჟი და შენდება იგივე მოცულობის შენობა-ნაგებობა.
”არანაირი პრობლემა არ არსებობს და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ პროექტის შესაჩერებლად. თუ რამე მშენებლობაა შესაჩერებელი, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები თვითონვე გააკეთებენ. რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე, თუ რამდენი დაჯარიმდა, რამდენი პროექტი შეჩერდა და ა.შ. მიზანმიმართულად ხელის შეშლა მშენებლობისა და განვითარების, არასწორი იქნება”, - განაცხადა კალაძემ.
აფაქიძის ქუჩის მოსახლეობა აღნიშნულ მშენებლობას აპროტესტებს.