კლების შემდეგ ბიტკოინი ამ კვირაში ზრდას განაახლებს

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი გასულ კვირას 13 თებერვლის მინიმუმს გაუტოლდა,

რაც უპირველეს ყოვლისა, რეგულატორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე მოხდა. ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე კვირას მისი დაბალი ფასი შენარჩუნდება, თუმცა მეტი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად კი ერთი ბიტკოინის ფასი 7,39%-ით გაიზარდა და 9,651 დოლარი შეადგინა. Bitfinex-მა 8,99%-იანი ზრდა განიცადა და 9,559 ღირს, ხოლო GDAX-ზე 8,18%-ით მოიმატა 9,585 დოლარამდე.

ჯერ კიდევ პარასკევს Bitfinex-ზე ერთი ბიტკოინის ფასი 8,351 დოლარამდე დაეცა, რაც 13 თებერვლის მინიმუმი იყო.

ექსპერტების განცხადებით, გასულ კვირას ბიტკოინის ფასის ვარდნაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, თუმცა ამ კვირიდან დაბალი სასტარტო პოზიციიდან ის ზრდას განაახლებს, მაგრამ ეს არ იქნება ნახტომისებური ზრდა.

კოკა კვირკველია