„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ 5 ევროპული ქვეყანა გამოდის

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ 5 ევროპული ქვეყანა გამოდის.

ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარის ვიქტორ პრანცკეტისის კაბინეტში ხელი მოეწერა პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას, რომლებიც მოუწოდებენ ევროპულ სახელმწიფოებს აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში, „რაზეც დამოკიდებული იქნება ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზარი“. აღნიშნულ დოკუმენტს ცოტა ხნით ადრე მოლდოვა და უკრაინა შეუერთდნენ.

„გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ეს კომერციული პროექტია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია ევროკავშირის დამოკიდებულებისკენ ერთი მიმწოდებლისადმი - რუსეთისადმი“ - ნათქვამია განცხადებაში.

ლიტვის სეიმის თავმჯდომარის თქმით, „ჩდილოეთის ნაკადი 2“ - ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც დაფუძნებულია მოტივზე - არ მოხდეს გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიიდან ევროპაში.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა იგეგმება არსებული „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის გასწვრივ. პროექტის წინააღმდეგნი არიან უკრაინა, რომელიც შიშობს ტრანზიტის შედეგად მიღებული შემოსავლის დაკარგვას და აშშ-იც, რომელსაც ასევე გააჩნია საკუთარი ამბიციური გეგმები ევროპაში გაზის მიწოდებაზე.

კოკა კვირკველია