ეკონომიკის დარგები, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

მიხედვით) 2017 წელს 60.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც

მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 304.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 294.6 მლნ აშშ დოლარით. 

რაც შეეხება იმ სექტორებს, სადაც 2017 წელს ყველაზე მცირე მოცულობის უცხოური ინვესტიაია განხორციელდა, ასე გამოიყურება: 3,3 მლდ დოლარი - ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, 3,5 მლნ დოლარი - სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, 54 მლნ დოლარი - სამთომოპოვებითი მწერველობა.