საქართველოში 45 146 მოქალაქეს წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება.
ამის შესახებ, ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს.
კერძოდ, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შემოსავალი წლიურად 35, 418 მოქალაქეს, ხოლო 100 ათასი ან უფრო მეტი შემოსავალი 9, 728 პირს აქვს.
შეგახსენებთ, რომ ეს ის კატეგორია, რომელსაც მიმდინარე წელს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის, ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოხდება, რომლის დეკლარირებაც 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.