2018 წლის 10 აპრილიდან "სითი-პარკთან" ხელშეკრულება  შეწყდება

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს," - აღნიშნა კალაძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.