ჰააგის ტრიბუნალში უკრაინული კომპანიის „ნავთოგაზ უკრაინასა“ და მისი შვილობილი კომპანიების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მოცულობა 8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
საუბარია უკრაინული კომპანიის მიერ ყირიმში დაკარგულ აქტივებზე.
როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი იური ვიტენკო წერს, უკვე ამ წელს შეუძლიათ მიიღონ 8 მილირდი დოლარი, თუმცა ამის შემდეგ გაჩნდება კითხვა, როგორ მიიღონ ის. მისივე თქმით, სარჩელის ოდენობა პროცენტების გარეშე 5 მილიარდ დოლარს უდრიდა დარიცხული პროცენტებით კი 8 მილიარდამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში კი საუბარი იყო 7 მილიარდ დოლარზე.
„ნავთოგაზის“ სარჩელის განხილვა ჰააგის ტრიბუნალში მაისში დაიწყება.
კოკა კვირკველია