„სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტაზე ბევრად მნიშვნელოვანია თბილისის მერიის სამოქმედო გეგმა“

„სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტაზე ბევრად მნიშვნელოვანია თბილისის მერიის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე წერს. 

„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„როგორ უნდა მოგვარდეს თბილისში პარკირების პრობლემა? როგორ უნდა აღვადგინოთ ბალანსი ავტოსადგომებისა და ავტომობილების რაოდენობას შორის? (დღეს ის დაახლოებით არის: 1 პარკირების ადგილი/15 ავტომობილი) როგორი უნდა იყოს პარკირების ახალი საგადასახადო სისტემა? ვინ უზრუნველყოფს ადმინისტრირებას? - უმჯობესი იქნებოდა თბილისის მერიას, ჯერ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარმოედგინა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. საკითხი ასევე საჭიროებს საფუძვლიან ანალიზს, მათ სორის ეკონომიკური დასაბუთების ჭრილში.

-შეგახსენებთ, თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

-„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია "სითი პარკს," - აღნიშნა კალაძემ.

- აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

- კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, - წერს ურუშაძე.